მაიკლ ჯორდანმა კობის მემორიალზე ცრემლები ვერ შეიკავა, ლეგენდა „სტეიპლს ცენტრში“ გაიხსენეს (ვიდეო)
მაიკლ ჯორდანმა კობის მემორიალზე ცრემლები ვერ შეიკავა, ლეგენდა „სტეიპლს ცენტრში“ გაიხსენეს (ვიდეო)

კობი ბრაიანტის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ერთ თვეში მის მშობლიურ „სტეიპლს ცენტრში“ ლეგენდარული კალათბურთელისადმი მიძღვნილი მემორიალური საღამო შედგა.

ღონისძიება ცნობილი მომღერლის, ბიონსეს სიმღერით გაიხსნა. საღამო სავსე იყო ემოციური გამოსვლებით. კობიზე მისმა მეგობრებმა და საკალათბურთო სამყაროს გამორჩეულმა წარმომადგენლემა ისაუბრეს. ცრემლები ვერ შეიკავა მაიკლ ჯორდანმაც.

მემორიალს ესწრებიან კობის ქვრივი ვანესა, მისი ქალიშვილები – 17 წლის ნატალია, 3 წლის ბიანკა და კაპრი. კობის მშობლები, ჯო და პემ ბრაიანტები და საკალათბურთო სამყაროს სხვა წარმომადგენლები.