მაიკლ ჯორდანმა გაიხსენა, როგორ გაარტყა ხელი სტივ კერს
მაიკლ ჯორდანმა გაიხსენა, როგორ გაარტყა ხელი სტივ კერს

დოკუმენტურ ფილმში „უკანასკნელი ცეკვა“ ბევრი აქამდე უცნობი დეტალი გახდა ცნობილი. ფილმი მაიკლ ჯორდანისა და „ჩიკაგო ბულსის“ წარმატების ისტორიას მოგვითხრობს.

ერთ-ერთ ეპიზოდში საკმაოდ საინტერესო მომენტი არის ნაჩვენები. 1995 წელს „ჩიკაგო ბულსის“ ვარჯიშის დროს ჯორდანი თანაგუნდელს და „გოლდენ სტეიტის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ სტივ კერს სახეში ხელს ურტყამს. მომხდარს ჯორდანი და სტივ კერი იხსენებენ. მაიკლი გულშემატკივარს უყვება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამის გამო ჯორდანი გააძევეს.