მაიკლ ჯორდანის ვაჟს საავადმყოფოს მედპერსონალზე თავდასხმა ბრალდება #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანის ვაჟს საავადმყოფოს მედპერსონალზე თავდასხმა ბრალდება #1TVSPORT

ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის უფროს ვაჟს ჯეფრი ჯორდანს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალზე თავდასხმა, – წერს ინტერნეტ-გამიცემა TMZ Sports.

32 წლის ჯეფრი ჯორდანი სკოტსდეილის (არიზონას შტატი) ერთ-ერთ ბარში იჯდა, სადაც იატაკზე დაეცა და თავი დაარტყა. ამის შემდეგ, მან ჩხუბი აუტეხა მცველებს, რომლებიც მის ბარიდან გაყვანას ცდილობდნენ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

ადგილობრივმა პოლიციელებმა, რომლებიც ინციდენტის ადგილას მივიდნენ, ბარის თანამშრომლები გამოკითხეს და ჯორდანის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვნეს. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც ჯეფრი საავადმყოფოში გადაიყვანა.

წყაროს ცნობით, მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია ჯეფრის თავდასხმის შესახებ სამედიცინო დაწესებულების პერსონალზე. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ჯორდანი არ დაუპატიმრებიათ.

ჯეფრი ჯორდანი 2007-10 წლებში თამაშობდა ილინოისის უნივერსოტეტში, მაგრამ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოხვედრა ვერ შეძლო.