მაიკლ ჯორდანის მაისური სარეკორდო 10.1 მილიონ დოლარად გაიყიდა #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანის მაისური სარეკორდო 10.1 მილიონ დოლარად გაიყიდა #1TVSPORT

„ჩიკაგო ბულზის“ ყოფილი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის მაისური NBA-ის 1998 წლის ფინალური სერიის პირველი მატჩიდან აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა. შესაბამისად, ეს გახდა ყველაზე ძვირფასი სპორტული ნივთი ისტორიაში, – წერს სააგენტო „როიტერი“.

წინა რეკორდი წელს დამყარდა Sotheby’s-ის აუქციონზე, როცა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას მაისური 9.3 მილიონ დოლარად შეიძინეს. იმ მაისურით მარადონამ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ ყველა დროის საუკეთესო გოლი გაიტანა.

ვარაუდობდნენ, რომ ჯორდანის მაისური 3-5 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა და საკალათბურთო ატრიბუტიკის რეალიზების მხრივ ახალ რეკორდს დაამყარებდა. წინა სარეკორდო მაჩვენებელი იყო 3.7 მილიონი დოლარი კობი ბრაიანტის მაისურში, რომლითაც მან NBA-ში თავის სადებიუტო სეზონში ითამაშა. მაგრამ ჯორდანის მაისურის საბოლოო ფასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

აუქციონზე ჯორდანის მაისურისთვის ბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა – ვაჭრობისას, საერთო ჯამში 20 ფსონი გაკეთდა.