მაიკლ ჯორდანის მაისური 14 მილიონ დოლარად გაიყიდა #1TVSPORT

07:41, 13.10.2026

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, NBA-ს ექვსგზის ჩემპიონის, მაიკლ ჯორდანის სათამაშო მაისური აუქციონზე 14 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ წერს სააგენტო AP.

სწორედ ამ ფორმით გავიდა ჯორდანი მოედანზე 1998 წლის ფინალური სერიის მეორე მატჩში „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ, რომელიც ანგარიშით 93:88 დასრულდა. იმ შეხვედრაში მან 37 ქულა დააგროვა. საბოლოოდ, „ჩიკაგო ბულზმა“ სერიაში 4:2 გაიმარჯვა.

მყიდველმა მიიღო არა მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი, არამედ კალათბურთელის პირადი ავტოგრაფით დამშვენებული მაისურიც.

აქამდე კალათბურთთან დაკავშირებული ნივთი ასეთ ფასად არასოდეს გაყიდულა, ასე რომ, ეს აბსოლუტური რეკორდია სპორტის ამ სახეობაში. გარდა ამისა, ჯორდანის ფორმა მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნივთია მსოფლიო სპორტის ისტორიაში. პირველ ადგილს ინარჩუნებს ბეისბოლისტ ბეიბ რუთის მაისური, რომელიც 2024 წელს 24,12 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მსგავსი