მაიკლ ჯორდანის 10 საუკეთესო მომენტი „ყველა ვარსკვლავის“ მატჩებში [ვიდეო]

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ვარსკვლავური უქმეების“ წინ, „ოლ სტარზე“ (All Star) ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის 10 საუკეთესო მომენტის გამოქვეყნდა.

ათეული შემდეგნაირად გადანაწილდა:

10. 1996 წელი. სან ანტონიო. მოთელვისას შაკილ ო’ნილის ფინტი ჯორდანის წინააღმდეგ. აგრეთვე, მოთამაშეების გამოცხადებისას, ანფერნი ჰარდუეისთვის შარვლის გახსნა. ამ წლის მატჩში ჯორდანმა 20 ქულა დააგროვა და უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
9. 1997 წელი. კლივლენდი. მატჩის წინ წარადგინეს ყველა დროის 50 საუკეთესო მოთამაშე, რომელთა შორის მაიკლ ჯორდანიც იყო – იმ წელს, „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ერთადერთი მონაწილე.
8. 1997 წელი. კლივლენდი. „ოლ სტარის“ მატჩში ჯორდანმა სამმაგი დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი. ეს იყო „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ პირველი „ტრიპლ-დაბლი“.
7. 2002 წელი. ფილადელფია. ჯორდანის გაფუჭებული „დანკი“.
6. 1987 წელი. სიეტლი. პირველი მოგება ჩატენვების კონკურსში. ლეგენდარული ჩატენვა, როცა ჯორდანი საჯარიმოს ხაზიდან გაფრინდა.
5. 1998 წელი. ნიუ იორკი. კობი ბრაიანტის პირველი „ოლ სტარი“. „ლეიკერსის“ მომავალ ვარსკვლავს, ძირითადად, ჯორდანის წინააღმდეგ უწევდა თამაში. მაიკლმა 23 ქულა, რვა პასი და ექვსი მოხსნა დააგროვა და უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა, კობის ანგარიშზე 18 ქულა და ექვსი მოხსნა იყო.
4. 2003 წელი. ატლანტა. მატჩის შესვენებაზე, ჯორდანს „ვაშინგტონ უიზარდისის“ ფორმაში გამოწყობილმა მერია ქერიმ უმღერა.
3. 2003 წელი. ატლანტა. ჯორდანის ბოლო „ოლ სტარი“. ლეგენდარული მატჩი დასავლეთმა ორ ოვერტაიმში 155:145 მოიგო. პირველი ოვერტაიმის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე, ჯორდანმა ორი ქულით გაიყვანა წინ აღმოსავლეთი, მაგრამ დასავლეთმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
2. 1988 წელი. ჩიკაგო. მაიკლ ჯორდანმა საკუთარი აუდიტორიის წინაშე 40 ქულა დააგროვა და მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. ჯორდანმა ბოლო ექვს წუთში 16 ქულა აიღო.
1. 1988 წელი. ჩიკაგო. მეორე მოგება ჩატენვების კონკურსში.