მაიკლ ჯორდანი ყველაზე გავლენიანია კალათბურთის ისტორიაში
მაიკლ ჯორდანი ყველაზე გავლენიანია კალათბურთის ისტორიაში

„ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდა მაიკლ ჯორდანი კალათბურთის ისტორიაში ყველაზე გავლენიან სპორტსმენად აღიარეს. გამოკითხვა ტელეკომპანია „ი-ეს-პი-ენ“-მა (ESPN) ჩაატარა.

მეორე ადგილზე გავიდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. ტოპ-ათეულში ამგვარი თანმიმდევრობით ასევე მოხვდნენ მეჯიქ ჯონსონი, ბილ რასელი, უილტ ჩემბერლენი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ოსკარ რობერტსონი, ჯულიუს ირვინგი და ლარი ბერდი.

ჯეიმსის გარდა, საუკეთესო ათეულში მოქმედი კალათბურთელებიდან არის „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტივენ კარი – ის მე-10 ადგილზე გავიდა.