მაიკლ ჯორდანი „შარლოტის“ აქციებს ყიდის
მაიკლ ჯორდანი „შარლოტის“ აქციებს ყიდის

მაიკლ ჯორდანი „შარლოტ ჰორნეტსის“ აქციებს ყიდის, თუმცა ლეგენდარული კალათბურთელი, რომელიც გუნდის მფლობელია, მაინც დარჩება საკონტროლო პაკეტის მფლობელად. ინფორმაციას ამის შესახებ „შარლოტ ობსერვერის“ (Charlotte Observer) ჟურნალისტი რიკ ბონელი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ჯორდანი გუნდში ინვესტორების სახით ორი ახალი თანამფლობელის მოყვანას გეგმავს. ესენი არიან გეიბ პლოტკინი, „მელვინ კაპიტალის“ (Melvin Capital) დამფუძნებელი და „დი ელ კაპიტალის“ (DL Capital) დამფუძნებელი დანიელ სანდჰეიმი.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი შარლოტის 97-პროცენტიანი წილის მფლობელია.