მაიკლ ჯორდანი - როდესაც ხალხი ამ ფილმს ნახავს, იფიქრებენ, რომ საშინელი პიროვნება ვარ (ვიდეო)

Netflix-მა „ჩიკაგო ბულსზე“ და ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერა დაგეგმილზე მალე გაიმართება. The Last Dance-ის ყურება ESPN-ზე 20 აპრილს იქნება შესაძლებელი. ფილმი 10 ეპიზოდისგან შედგება და „ჩიკაგოს“ 1997-98 წლების სეზონზე მოგვითხრობს.

ფილმის შესახებ საკუთარი მოსაზრება თავად მაიკლ ჯორდანმა გამოთქვა. ლეგენდა შიშობს, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანი მის შესახებ აზრს შეიცვლის.

„როდესაც ადამიანები ამ ფილმს იხილავენ, მიხვდებიან თუ რატომ ვამბობ იმას რასაც ვამბობ. ასეთი მომენტი ფილმში ბევრია“.