მაიკლ ჯორდანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
მაიკლ ჯორდანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ბევრმა ცნობილმა სპორტსმენმა გამოთქვა. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ საზარელ ფაქტზე ისაუბრა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი წევრი სტეფენ ჯექსონია, რომელიც ჯორჯ ფლოიდთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა. მას სულ ცოტა ხანში კარლ ენტონი ტაუნსი და „მინესოტა ტიმბერვულვზის“ გუნდის წევრები შეუერთდნენ. ჯეილენ ბრაუნმა ატლანტაში საპროტესტო აქცია მოაწყო, რომელსაც მალკოლმ ბროგონიც ესწრებოდა. ლებრონ ჯეიმსი და ლიგის სხვა ვარსკვლავები კი კრიტიკულ აზრებს სოციალურ ქსელებში გამოთქვავდნენ.

მომხდარ ამბავს სოციალურ ქსელში „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელი და ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი გამოეხმაურა:

„მე ძალიან დამწუხრებული, გულნატკენი და დემორალიზებული ვარ მომხდარით. ყველას ტკივილს და იმედგაცრუებას ვგრძნობ. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც რასიზმის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. საკმარისად ბევრი რამ მოხდა ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით.

მე არ მაქვს პასუხები, თუმცა ჩვენი ერთად ყოფნა მაძლიერებს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი, რათა წინ აღვუდგეთ უსამართლობას. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ქვეყნის ლიდერები, რომ კანონი შეცვალონ. სისტემაში ცვლილებებია საჭირო. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ მონაწილეობა ცვლილებებში. ამისათვის კოლექტიურად მოქმედებაა საჭირო.

გამოვთქვამ ჩემს მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ ჯორჯ ფლოიდის ოჯახს და ყველას ვინც უსამართლოდ იჩაგრება“, – ამბობს მაიკლ ჯორდანი.

დატოვე კომენტარი