მაიკლ ჯორდანი აშშ-ის ყველაზე მდიდარ ცნობილ ადამიანებს შორის მეოთხე ადგილზეა
მაიკლ ჯორდანი აშშ-ის ყველაზე მდიდარ ცნობილ ადამიანებს შორის მეოთხე ადგილზეა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა მეოთხე ადგილი დაიკავა ამერიკის შეერთებულ შტატების ყველაზე მდიდარი სელებრითების რეიტინგში, რომელიც ავტორიტეტულმა ჟურნალმა Forbes-მა შეადგინა.

ჯორდანის ქონება 1.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. დღეისთვის, ის NBA-ის კლუბის „შარლოტის“ მფლობელია.

ამ სიაში პირველი ორი ადგილი ​კინორეჟისორებმა – ჯორჯ ლუკასმა (5.4 მილიარდი) და სტივენ სპილბერგმა (3.7 მილიარდი) დაიკავეს. სამეულში ტელეწამყვანი ოპრა უინფრიც მოხვდა (2.8 მილიარდი).