მაიკლ გოუვი - ბრიტანეთის პრემიერის ნომერ პირველი პრიორიტეტი 31 იანვარს ევროკავშირის დატოვებაა
მაიკლ გოუვი - ბრიტანეთის პრემიერის ნომერ პირველი პრიორიტეტი 31 იანვარს ევროკავშირის დატოვებაა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნომერ პირველი პრიორიტეტი 31 იანვარს ევროკავშირის დატოვებაა, – ეს განცხადება ბრიტანეთის მთავრობის მინისტრმა, მაიკლ გოუვიმ გააკეთა.

გოუვის თქმით, პარლამენტი ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას კენჭს უახლოეს სხდომაზე უყრის.

ბრიტანეთის პარლამენტმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაითხოვეს, მუშაობა 17 დეკემბერს უნდა განაახლოს.

12 დეკემბერს ბრიტანეთში გამართულ საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.