მაიკლ გალერი - კმაყოფილი ვარ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით საქართველოში და მინდა, შევაქო ხელისუფლება „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავებისთვის
მაიკლ გალერი - კმაყოფილი ვარ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით საქართველოში და მინდა, შევაქო ხელისუფლება „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავებისთვის

​კმაყოფილი ვარ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით საქართველოში და მინდა, შევაქო ხელისუფლება „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებით, რომელიც ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობს 22 მაისის მერე პროცესს. როგორც მე დამარწმუნეს დაიწყება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი მოსმენებით და დასრულდება ივნისის მიწურულისთვის, როდესაც ჩვენ გვექნება ახალი კონსტიტუციური წყობა და ახალი საარჩევნო კანონი. ვიმედოვნებთ, ვიხილავთ უფრო ფართო კონსენსუსს საქართველოს პარლამენტში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ გვაძლევს შანსს, განვაგრძოთ ჩვენი ყოვლისმომცველი თანამშრომლობა. ვფიქრობ, ყველა, ვინც ჩართულია საქართველოსთან მიმართებით, იმედოვნებს იქ ჩასვლას და მათ აქ მიღებას.

მინდა, შევაქო ხელისუფლება იმის გამო, თუ როგორ შეაკავეს „კოვიდ-19“-ის გავრცელება. ვიმედოვნებ, მიმდინარე პოლიტიკური დისკუსიები მიგვიყვანს წარმატებულ კონსტიტუციურ მოწყობამდე და არჩევნების წინ იქნება ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც ყველა შეძლებს ჩართვას“, – განაცხადა მაიკლ გალერმა.