მაიკლ ფელპსმა დეპრესია დაამარცხა
მაიკლ ფელპსმა დეპრესია დაამარცხა

ცურვაში 23-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა თავის „ტვიტერზე“ დაწერა, რომ დეპრესიასთან სერიოზული ბრძოლა გადაიტანა. 33 წლის ლეგენდარულმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ექიმსაც კი მიმართა დახმარებისთვის.

„ვებრძოდი შიშებსა და დეპრესიას და ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მინდა თუ არა დავრჩე ცოცხალი? სწორედ იმ პერიოდში იმდენად ქვემოთ დავეშვი, რომ გადავწყვიტე ხელი გამეშვირა და დახმარება მეთხოვა ლიცენზირებული თერაპევტისთვის. საბოლოოდ, სწორედ ეს გადაწყვეტილება დამეხმარა ჩემი სიცოცხლის გადარჩენაში“, – დაწერა ფელპსმა.

ლეგენდარული ამერიკელი აგრეთვე მსოფლიოს 26-გზის ჩემპიონია.