მაიკლ ფელპსის ცოლი ლეგენდარული სპორტსმენის სუიციდური აზრების გამო შიშობს
მაიკლ ფელპსის ცოლი ლეგენდარული სპორტსმენის სუიციდური აზრების გამო შიშობს

ცურვაში 23-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ მაიკლ ფელპსის ცოლი ნიკოლ ფელპსი ძალიან შეშფოთებულია დიადი ამერიკელი სპორტსმენის ღრმა დეპრესიისა და მისი სუიციდური აზრების გამო. ნიკოლის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტის დაღუპვის შემდეგ.

„მას შემდეგ, რაც ვანესამ კობი დაკარგა, შევხედე მაიკლს და გავიფიქრე: „შემიძლია რაღაცით დაგეხმარო? შენ რომ დაგკარგო, არ ვიცი, მომავალში რა უნდა გავაკეთო“. მაიკლი – საუკეთესო მამა და ქმარია. ადრე ვფიქრობდი, რომ შემეძლო ყველაფრის გამოსწორება, მის თერაპევტად ყოფნა და ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც საჭიროა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შეუძლებელია პასუხისმგებლობის აღება იმაზე, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი.

შვილებს რთულ დღეებში მაიკლის გვერდით ყოფნა სურთ. მათ უნდათ ის ბედნიერი იხილონ, განსაკუთრებით ბუმერს, რომელიც უფროსია. ჩვენ კი ვეუბნებით: „ბუმს, მამას რთული პერიოდი აქვს, მას მარტო ყოფნა სჭირდება“. აუცილებელია ბუმერმა გააცნობიეროს, რომ ამაში არავინაა დამნაშავე“, – განაცხადა ნიკოლ ფელპსმა Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

2020 წლის დეკემბერში 35 წლის ფელპსმა აღიარა, რომ მისი ფსიქიური ჯანმრთელობა დაღს ასვამს ცოლისა და შვილების მდგომარეობას. „ნიკოლს ვუყვარვარ და ჩემი დახმარების სურვილი აქვს. უნდა, რომ უკეთ გავხდე. მაგრამ ისიც ბრძოლაშია და მასაც სჭირდება დახმარება. ვიცი, როგორ მძიმედ არის ის“, – ამბობს ყოფილი მოცურავე.

ფელპსი ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია.

მაიკლი და ნიკოლი 2016 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ – ოთხი წლის ბუმერი, ორი წლის ბეკეტი და 16 თვის მავერიკი.