მაიკლ ფელპსი საკუთარი დეპრესიის შესახებ ყვება
მაიკლ ფელპსი საკუთარი დეპრესიის შესახებ ყვება

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ, 23-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაიკლ ფელპსმა განაცხადა, რომ დეპრესიისგან იტანჯება.

„ეს ძალიან ბნელი გზაა და გინდა დარწმუნდე, რომ ყოველთვის შეძლებ იპოვო ცხოვრებაში ნათელი მხარე“, – ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წერს.

„კომფორტულად ვგრძნობ თავს მეუღლესთან, აგრეთვე, ფსიქოთერაპევტთან სეანსებისას, თუმცა, თავდაპირველად, გამიჭირდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ცხოვრება აღარ მინდოდა. ორი-სამი კვირის წინ, საკმაოდ მძიმე დეპრესია მქონდა. ამგვარი რამ პერიოდულად მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, რაც უფრო მეტს გავიგებ ამაზე, მით უფრო კარგად მივხვდები, რა ხდება ჩემს თავს“, – განაცხადა ფელპსმა.

ამერიკელის აქტივში სულ 28 ოლიმპიური მედალია. ის ყველა დროის რეკორდსმენია როგორც ოქროს მედლების, ასევე მედლების საერთო რაოდენობით.