მაიკლ დიქსონმა სუპერლიგის სადებიუტო მატჩში 19 ქულა დააგროვა
მაიკლ დიქსონმა სუპერლიგის სადებიუტო მატჩში 19 ქულა დააგროვა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა წევმა მაიკლ დიქსონმა სუპერლიგაში სადებიუტო მატჩი გამართა. 30 წლის გამთამაშებელი „ტიტებში“ მცირე ხნის მანძილზე იასპარეზებს.

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა თსუ-სთან 89:100 წააგო. დიქსონი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მოედანზე გატარებულ 27:35 წუთში მაიკმა 19 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. დიქსონმა 8-დან 5 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან ასპარეზობს. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აგროვებდა. ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო – 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი.