მაიკლ დიქსონმა „სტრასბურგის“ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა
მაიკლ დიქსონმა „სტრასბურგის“ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა „სტრასბურგის“ შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „შოლესთან“ მოგებულ მატჩში, დიქსონმა 9 ქულა გააკეთა.

როგორც მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, ეს, უკანასკნელი თამაში იყო ამერიკელი უკანახაზელის ფრანგული კლუბის რიგებში. ინფორმაცია ამის შესახებ, სტრასბურგის ხელმძღვანელებმაც დაადასტურეს.

მხარეებს შორის, ოთხთვიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტი გაწყდა. დიქსონი ამ ეტაპზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ჯერ უცნობია.