მაიკლ დიქსონის 26-ქულიანი დებიუტი თურქეთის მეორე ლიგაში
მაიკლ დიქსონის 26-ქულიანი დებიუტი თურქეთის მეორე ლიგაში

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა ახალ გუნდთან ერთად პირველი მატჩი ჩაატარა.

საფრანგეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „სტრასბურგიდან“ მეორე ლიგის თურქულ კლუბ „ბუჰჩეშეჰირში“ გადასვლის შემდეგ, სადებიუტო შეხვედრაში 26 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მაიკლმა მოედანზე 34 წუთი გაატარა და 10-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მისმა გუნდმა კი, თამაში 82-72 მოიგო.

14 ტურის შემდეგ, „ბუჰჩეშეჰირ კოლეჯი“ 7 მოგებით და 7 მარცხით, თურქეთის 18-გუნდიან, რანგით მეორე ლიგაში, მე-8 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას „ბუჰჩეშეჰირის“ გუნდი 23 დეკემბერს, „ბანდირმას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.