მაიკლ დიქსონი საქართველოს სუპერლიგის „ტიტებში“ ითამაშებს
მაიკლ დიქსონი საქართველოს სუპერლიგის „ტიტებში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ „ტიტებში“ ითამაშებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი წრის დასრულებამდე „ტიტები“ სუპერლიგაში შვიდ შეხვედრას გამართავს (ორი – გამოტოვებული, ხუთი – კალენდარული). ​შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს სეზონის დასაწყისში სათავეში ჩაუდგა მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც 2016-17 წლებში საქართველოს ნაკრებში სწორედ დიქსონის გვერდით თამაშობდა.

„მაიკლი, კარიერის გაგრძელებას ჩინეთის ჩემპიონატში აპირებს, მანამდე კი ჩვენ გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს.​ „ტიტებში“ ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან“, – აღნიშნა გუნდის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი ჯაფარიძემ.