მაიკლ ბისპინგის აზრით, კონორის მომდევნო მეტოქე ნეიტ დიაზი იქნება (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მაიკლ ბისპინგი აცხადებს, რომ კონორ მაკგრეგორის მომდევნო მეტოქე ნეიტ დიაზი იქნება. ბრიტანელმა მებრძოლმა ეს არიელ ჰელვანის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

„მე გეტყვით ახლა რაც მოხდება. გარანტიას გაძლევთ, რომ ის (კონორი) მომდევნო ბრძოლას ნეიტ დიაზთან გამართავს. კამარუ უსმანი და ხორხე მასვიდალი სავარაუდოდ ტიტულისთვის იბრძოლებენ. ხაბიბს უკვე დაგეგმილი აქვს ბრძოლა ტონისთან, რომელიც აპრილში შედგება. ამის შემდეგ კი რამადანი უწევს. თუ ხაბიბმა ტონი დაამარცხა, ის შემდეგ დიდ ხნიან პაუზას აიღებს. კონორმა დიაზზე უკვე ისაუბრა ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში. უნდა ითქვას, რომ ეს დიდი ბიზნეს ბრძოლა იქნება, რომელიც ყველას ინტერესებში შედის. ფანები ამ დაპირისპირებას სიამოვნებით იხილავდნენ. ასე რომ მე მგონია რომ კონორის მომდევნო მეტოქე ნეიტი იქნება.”