მაიკლ ბისლი პარკეტზე განსხვავებული ფერის შორტებით გავიდა (ვიდეო)
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ რამდენიმე საათის წინ სტუმრად „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ ოვერტაიმში 138-128 დაამარცხა, რაც საკმაოდ მოულოდნელი შედეგი იყო, იქედან გამომდინარე, რომ „ლეიკერსს“ კვლავ ვერ ეხმარება ლებრონ ჯეიმსი და რაჟან რონდო.
შეხვედრის პირველი მეოთხედში ლუკ ვოლტონმა მოედანზე მაიკლ ბისლი გამოიყვანა. როგორც გაირკვა, კალათბურთელს შემთხვევით განსხვავებული ფერის შორტები ეცვა, რის გამოც ის გამოსაცვლელად გასახდელში გავიდა.
Michael Beasley tried to check in with the wrong shorts on… 😂 pic.twitter.com/20D2KgimfR
— Dime (@DimeUPROXX) January 18, 2019