მაიკ უოლცი - რასაც ხედავთ, არის დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის ლიდერობის დადასტურება, არქტიკიდან პანამის არხამდე, აშშ დიდი ხნის განმავლობაში გვერდს უვლიდა საკუთარ ნახევარსფეროს
მაიკ უოლცი - რასაც ხედავთ, არის დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის ლიდერობის დადასტურება, არქტიკიდან პანამის არხამდე, აშშ დიდი ხნის განმავლობაში გვერდს უვლიდა საკუთარ ნახევარსფეროს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ, მისი აზრით, ტრამპს „არანაირი გეგმა არ აქვს კანადაში შეჭრასთან დაკავშირებით“.

ამასთან, უოლცმა აღნიშნა, რომ ბევრი კანადელი არ იქნებოდა წინააღმდეგი, შეერთებოდა აშშ-ს.

„არ მგონია, რომ არსებობს რამე გეგმა კანადაში შეჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრ კანადელს მოსწონს ის, რაც გვაქვს შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა უოლცმა.

ამასთან, უოლცმა აღნიშნა, რომ ბევრ კანადელს „არ მოსწონს ტრუდოს ლიბერალური, პროგრესული მმართველობის ბოლო ათი წელი“.

„სინამდვილეში, რასაც თქვენ ხედავთ, არის დასავლეთ ნახევარსფეროში ამერიკის ლიდერობის დადასტურება, არქტიკიდან პანამის არხამდე“, – განაცხადა უოლცმა და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რისი გაკეთებაც სურთ.

„და ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ, გრენლანდიიდან, არქტიკის უსაფრთხოებიდან პანამის არხის შეერთებული შტატების კონტროლქვეშ დაბრუნებამდე. ამერიკა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვერდს უვლიდა ჩვენს საკუთარ ნახევარსფეროს, სადაც გვაქვს ენერგია, საკვები და უმნიშვნელოვანესი მინერალები და თქვენ ხედავთ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის დადასტურებას“, – აღნიშნა უოლცმა.