მაიკ უოლცი - აშშ-ს სჭირდება უკრაინელი ლიდერი, რომელსაც მშვიდობა სურს, თუმცა არ არის ნათელი, არის თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი ამისთვის მზად
აშშ-ს სჭირდება უკრაინელი ლიდერი, რომელსაც მშვიდობა სურს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
უოლცის თქმით, აშშ-ს სჭირდება უკრაინელი ლიდერი, რომელიც მზადაა რუსეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა არ არის ნათელი, არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამისთვის მზად.
ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა ტრამპს ზელენსკის გადადგომა, უოლცმა განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია ჩვენთან თანამშრომლობა, საბოლოოდ რუსებთან მოლაპარაკება და ამ ომის დასრულება“.