სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა თანამედროვეობის ხუთი საუკეთესო მოკრივე დაასახელა, რომელთა ბრძოლებისთვის თვალის მიდევნება მოსწონს.
„მე მომწონს შაკურ სტივენსონი, კეიშონ დევისი, ნაოია ინოუე და ჯერმალ ჩარლო. და არ უნდა დამავიწყდეს მექსიკელი მონსტრი დევიდ ბენავიდესი“, – მოჰყავს 59 წლის ტაისონის სიტყვები ჟურნალ The Ring-ს.