მაიკ ტაისონმა მოჰამედ ალისთან სავარაუდო ბრძოლის შედეგი იწინასწარმეტყველა
მაიკ ტაისონმა მოჰამედ ალისთან სავარაუდო ბრძოლის შედეგი იწინასწარმეტყველა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმეწონოსანმა მაიკ ტაისონმა პროგნოზი გააკეთა მის სავარაუდო ბრძოლაზე ამერიკული კრივის კიდევ ერთ ლეგენდასთან მოჰამედ ალისთან.

„ვიცი, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიაა. ოცნებებში, რა თქმა უნდა, მე გავიმარჯვებდი, მაგრამ, რეალურად დამარცხებული დავტოვებდი რინგს. ალი – ისტორიაში უდიადესი მოკრივეა“, – მოჰყავს ტაისონის სიტყვები Fox News-ს.

ცოტა ხნის წინ, „მსოფლიო კრივის სუპერსერიამ“ (WBSS) ყველა დროის საუკეთესო სუპერმძიმეწონოსნებს შორის ვირტუალური ტურნირი ჩაატარა, რომლის ფინალშიც სწორედ ალი და ტაისონი გავიდნენ. ფინალი „რკინის მაიკის“ გამარჯვებით დასრულდა.

პროფესიულ რინგზე აწ გარდაცვლილმა ალიმ 61 ბრძოლა ჩაატარა, 56 მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. ტაისონის ანგარიშზე 56 ბრძოლა, 50 მოგება და ექვსი წაგებაა.