მაიკ ტაისონმა ჯოკოვიჩს თავისი ფავორიტი უწოდა
მაიკ ტაისონმა ჯოკოვიჩს თავისი ფავორიტი უწოდა

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის საყვარელ ჩოგბურთელად დაასახელა.

„დღეს ჩემი ფავორიტი – ნოვაკ ჯოკოვიჩია. მომწონს მისი თამაშების ცქერა, როცა ის წესრიგშია. პატივს ვცემ მას იმის გამო, რომ ნადალისა და ფედერერის დამარცხება ისწავლა, აგრეთვე, მძლავრად დაბრუნდა ტურში ტრავმის შემდეგ. ის ნამდვილი მებრძოლია,“ – თქვა ტაისონმა.

ამ სეზონში ჯოკოვიჩმა 18-დან ყველა მატჩი მოიგო, ტიტულები მოიპოვა ავსტრალიის ღიაზე და დოჰაში, ასევე სერბეთის ნაკრებთან ერთად მოიპოვა ისტორიაში პირველი ATP-ის თასი.

დღეისთვის, საჩოგბურთო ტურნირები 13 ივლისამდეა შეწყვეტილი.