მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად არის
მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად არის

53 წლის ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა აღიარა, რომ კმაყოფილია თავისი ამჟამინდელი სპორტული ფორმით და განაცხადა, რომ მზად არის რინგზე გავიდეს ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ.

„კარგად გამოვიყურები, ახალი სხეულის დემონსტრირებას ვახდენ და ამით ძალიან ვამაყობ. ყველაფერი შესაძლებელია. ვნახოთ რა იქნება შემდეგ. მომავლის შესახებ დიდი იმედები მაქვს.

არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. და საქველმოქმედო ბრძოლებით მართლაც შეიძლება დახმარება. არ ვიცი, გავალ თუ არა ჰოლიფილდთან ერთად რინგზე. მართალია, ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ, მაგრამ ამას ხალხისთვის გავაკეთებთ, რომლებსაც უფრო ნაკლებად გაუმართლათ, ვიდრე ჩვენ.

მინდა, რომ ნებისმიერი, ვისაც ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღება სურს, მოვიდეს და გამოწვევა მესროლოს. მე ღია ვარ ნებისმიერისთვის,“ – განაცხადა ტაისონმა.