მაიკ ტაისონმა დაასახელა მოკრივე, რომელთანაც ფორმის პიკშიც დამარცხდებოდა #1TVSPORT
კრივის ლეგენდამ ,მაიკ ტაისონმა ThisIs50-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი კარიერის ნებისმიერ ეტაპზე დამარცხდებოდა სუპერმძმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონთან, მოჰამედ ალისთან.
„არ არსებობს მისი მსგავსი ადამიანი. უბრალოდ არა. თუ ავიღებთ ყველაფერს, რაც გვაქვს, ის ყველაფერში მჯობნის. ის ცხოველია. უფრო მოდელს ჰგავს, ვიდრე მოკრივეს.
ის არის ტირანოზავრი ლამაზი სახით. მუხანათი და ბოროტი. მიგიმწყვდევს სადმე ღრმა წყლებში და დაგახრჩობს. ის განსაკუთრებულია. ვერავინ დაამარცხებს ალის. ჯანდაბა, მე ვერ შევძლებდი ასეთი ადამიანის დამარცხებას. ვერავითარ შემთხვევაში“, – თქვა ტაისონმა.