მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა ფრედ დასრულდა (ვიდეო)
მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა ფრედ დასრულდა (ვიდეო)

ლონ ანჯელესის „სტეიპლ ცენტრში“ კრივის საღამო გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენა იყო ამერიკელი ვეტერანების – მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა. ეს შეხვედრა საგამოფენო ხასიათს ატარებდა და განსაკუთრებული წესებით ჩატარდა. ბრძოლა რვა რაუნდი გაგრძელდა და თითოს ხანგრძლივობა იყო ორი წუთი. საბოლოოდ, ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა და WBC-ის უნიკალური ქამარი (WBC Frontline Battle) გაუთამაშებელი დარჩა.

ლეგენდარულმა მოკრივეებმა პირველ რაუნდში დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ვერც ერთმა სერიოზულად მიზანში ვერ მოარტყა. მეორე რაუნდიდან კი ვეტერანები კლინჩზე გადავიდნენ.

ყოველი რაუნდის შემდეგ, აშკარა იყო მოკრივეების დაღლილობა. ტაისონი იშვიათად ახორციელებდა სწრაფ შეტევებს, ჯონსს კი ყველაფერი კლინჩამდე დაჰყავდა.

54 წლის ტაისონისთვის ეს იყო პირველი გამოჩენა რინგზე 2005 წლის შედეგ. 51 წლის ჯონსის ბოლო ჩხუბი 2018 წლით თარიღდება.

უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მოკრივე მსაჯების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

დატოვე კომენტარი