მაიკ ტაისონის ქალიშვილი სერენა უილიამსის მწვრთნელთან ვარჯიშობს

14:10, 04.02.2020

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მაიკ ტაისონის 12 წლის ქალიშვილი მილან ტაისონი ცნობილ ფრანგ საჩოგბურთო მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუსთან ვარჯიშობს, – წერს ინტერნეტრესურსი TennisWorldUsa.org

მურატოგლუ სერენა უილიამსისა და 15 წლის კორი გაუფის მწვრთნელია. გაუფმა ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალამდე მიაღწია და მომავალ ჩემპიონ სონია კენინთან წააგო.

ყოფილმა მოკრივემ ჟურნალისტებს უამბო, როგორ რჩევა-დარიგებებს აძლევს მილანს.

„ყოველთვის ვუხსნი ჩემს შვილს: „თუ მართლა გინდა, ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდო, მაშინ არასოდეს იწუწუნო. უნდა გიყვარდეს შენი საქმე. ამას ეწოდება დისციპლინა“, – თქვა ტაისონმა.

მსგავსი