მაიკ ტაისონი - ომების ღმერთებმა გამომაფხიზლეს, ვგრძნობ, რომ შეუჩერებელი ვარ
მაიკ ტაისონი - ომების ღმერთებმა გამომაფხიზლეს, ვგრძნობ, რომ შეუჩერებელი ვარ

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის დაუჯერებელ ფორმაში იმყოფება.

„ვგრძნობ დღეს, რომ შეუჩერებელი ვარ. ომების ღმერთებმა გამომაღვიძეს. მათ ცეცხლში დაწვეს ჩემი ეგო და მე ვაპირებ ისევ გავემგზავრო ომში. წარმოიდგინეთ: თუ მე რინგზე გავედი და ისევ ვიჩხუბე, შევძლებ დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა აქვთ დაკარგული. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, – აღნიშნა მოკრივემ.

ცოტა ხნის წინ, 53 წლის ტაისონმა განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს რამდენიმე საქველმოქმედო ბრძოლის ჩატარება შემოკლებულ ფორმატში.

„რკინის მაიკის“ მწვრთნელმა რაფაელ კარდეირომ აღნიშნა, რომ მოკრივე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.