მაიკ ტაისონი - ფიური ფსიქიკურად ავადაა, მაგრამ სწორედ ამის გამოა უდიადესი
მაიკ ტაისონი - ფიური ფსიქიკურად ავადაა, მაგრამ სწორედ ამის გამოა უდიადესი

ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა იმსჯელა იმის შესახებ, რის ხარჯზე აღწევს წარმატებას სუპერმძიმე წონაში WBC-ის მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური.

„მას ის ყველაფერი რომ არ გაევლო, რაც წლების განმავლობაში გადაიტანა, ვერ გახდებოდა ისეთი ადამიანი, როგორიც დღეს არის. ის ფსიქიკურად დაავადებულია, თუმცა, ამიტომაც არის დიადი. მე ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ.

ხალხს სურს, რომ ის ნორმალური იყოს. იცხოვროს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით. ტაისონმა არ იცის, რას ნიშნავს იყო ნორმალური. უთხარით მას, რომ თავი შორს დაიჭიროს „ნორმალურობისგან“, – მოჰყავს მაიკ ტაისონის სიტყვები ჟურნალ „რინგს“.