მაიკ ტაისონი და ფლოიდ მეივეზერი 2026 წლის გაზაფხულზე ბრძოლას გამართავენ #1TVSPORT
მაიკ ტაისონი და ფლოიდ მეივეზერი 2026 წლის გაზაფხულზე ბრძოლას გამართავენ #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა X-ის სოციალურ ქსელში დააანონსა ბრძოლა ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერთან. ორთაბრძოლა 2026 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

59 წლის ტაისონმა პროფესიულ კარიერაში 58 ბრძოლა ჩაატარა და 50 მოიგო (44 – ნოკაუტით). 2011 წელს ის კრივის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

48 წლის მეივეზერმა აქტიური კარიერა 2017 წელს დაასრულა. ამერიკელმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე 50 ბრძოლიდან ყველა მოიგო, აქედან 27 – ნიკაუტით.