მაიკ ტაისონი 10 ათასს იხდიდა გორილასთან საჩხუბრად
მაიკ ტაისონი 10 ათასს იხდიდა გორილასთან საჩხუბრად

ლეგენდარულ ამერიკელ მოკრივე მაიკ ტაისონს ახალგაზრდობაში გორილასთან ჩხუბი უნდოდა. ეს ისტორია თავად სპორტსმენმა მოყვა გაზეთ სანისთვის (The Sun) მიცემულ ინტერვიუში.

ეს 1986 წელს მომხდარი ისტორიაა, როცა ტაისონი 20 წლის იყო. ის ნიუ იორკის ზოოპარკში სეირნობდა და ყურადღება გორილების გალიას მიაქცია, სადაც ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით აგრესიული იყო სხვების მიმართ და ჩაგრავდა მათ. ტაისონმა იპოვა ზოოპარკის დირექტორი და 10 ათასი დოლარი შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ შესულიყო გალიაში და „თავხედი“ პრიმატისთვის ჭკუა ესწავლებინა.

დირექტორმა, ბუნებრივია, ამგვარი იდეისგან თავი შორს დაიჭირა.