მაიკ პომპეო - ვცდილობთ დავარწმუნოთ სხვა ქვეყნები, რომ  გოლანის მაღლობების შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო
მაიკ პომპეო - ვცდილობთ დავარწმუნოთ სხვა ქვეყნები, რომ გოლანის მაღლობების შესახებ გადაწყვეტილება სწორი იყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ ცდილობს დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, რომ გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

მაიკ პომპეოს თქმით, დამწუხრებულია რეაქციით, რომელიც რიგი ქვეყნებისგან გოლანის მაღლობებეზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას მოჰყვა.

„დამწუხრებული ვარ, მაგრამ არ მიკვირს. მახსოვს, რომ ანალოგიური რეაქცია მოჰყვა ჩვენი საელჩოს იერუსალიმში გადატანას. ორივე შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვაღიარებთ რეალობას და სწორ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ აგრძელებს მოლაპარაკებებს ცალკეულ ქვეყნებთან და ცდილობს აუხნას გოლანის მაღლობებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორე“.-განაცხადა მაიკ პომპეომ.

25 მარტს დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.