მაიკ პომპეო - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში, რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე, საქართველომ გამორჩეული სიმტკიცე აჩვენა
მაიკ პომპეო - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში, რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე, საქართველომ გამორჩეული სიმტკიცე აჩვენა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმავლობაში, რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე, საქართველომ გამორჩეული სიმტკიცე აჩვენა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა. როგორც ვიცი, თქვენ ასრულებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს. როგორც მითხარით, შემდეგ მიემგზავრებით დიდებულ შტატში, ტეხასში. გული მწყდება, რომ ჩემს მშობლიურ შტატში, კანზასში არ ჩადიხართ, მაგრამ ეს შემდეგისთვის იყოს.

საქართველო არის უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლო. მისი ისტორია, კავკასიის მაღალი მთებისა და შავი ზღვის შესანიშნავ ფონზე განვითარდა, მისი დედაქალაქის თბილისის ცენტრში, სადაც წმინდა გიორგი გველეშაპს კლავს, ეს აჩვენებს, თუ როგორი უშიშარი და მამაცია ქართველი ხალხი. ჩვენ ვხედავთ ამ თვისებებს მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. წელს აღვნიშნავთ საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ათი წლისთავს. აქედან მოყოლებული ჩვენი ერები უფრო ახლოს თანამშრომლობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა, დემოკრატიის გაძლიერება და გაცვლითი კულტურული ღონისძიებების შესაძლებლობის შექმნა. ამ ათწლეულის განმავლობაში საქართველომ აჩვენა გამორჩეული სიმტკიცე რუსეთის უკანონო შემოჭრის ფონზე. დღეს ის არის საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილი და აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ერთობლივ დეკლარაციას აფორმებს.

„ვაფორმებთ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც პატივს მიაგებს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ათი წლისთავს. დეკლარაცია განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობის სამომავლო მიმართულებას, რომელიც, იმედი გვაქვს, იქნება დაფუძნებული ახლო მეგობრობაზე და საერთო ვალდებულებზე.

საქართველოს როლი, როგორც ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის კიდევ ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ ვუყურებთ ენთუზიაზმით სამომავლო თანამშრომლობას. პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, რომ გააკეთონ მეტი გლობალური გამოწვევების გადასაწყვეტად და საქართველო ზუსტად ამას აკეთებს, როდესაც იბრძვის ტერორისტების წინააღმდეგ ავღანეთში.

ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 32-მა მამაცმა ქართველმა ყველაფერი გააკეთა ამერიკელი ჯარისკაცებთან გვერდით და 870 ქართველი ჯარისკაცი მსახურობს ნატო-ს მისიის ფარგლებში.

ავღანეთის გარდა, საქართველო მუშაობს, რათა მისი სამხედრო ძალების ნატო-ს სამხედრო ძალებთან ინტეგრირება მარტივად მოხდეს, პროგრესისთვის და სტრატეგიული მიზნებისთვის, მაშინ, როცა ალიანსი აგრძელებს შავი ზღვის რეგიონის საქართველოსთან თანამშრომლობას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისივე თქმით, რუსეთის აგრესია არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ამაყობს აშშ საქართველოს თავდაცვითი დახმარებით.

„საქართველოს მონდომება მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ ვესაუბრო პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკის მთავრობას, როდესაც ვამბობ, რომ თქვენ ისევ გექნებათ ამერიკის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც ცდილობთ გახდეთ ნატო-ს წევრი. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე გამოყოფს მშპ-ს ორ პროცენტს თავდაცვაზე, მიზანი რომლის მიღწევასაც ყველა ნატო-ს სახელმწიფოსთან ვცდილობთ. საქართველომ იცის პირადი გამოცდილებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს შეკავებას, ძლიერ თავდაცვას და რატომ არის შესაძლებლობები ძალიან მნიშველოვანი. საქართველომ იბრძოლა, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის აგრესიის, მისი უკანონო ოკუპაციის, ცეცხლის შეწყვეტის შეუსრულებლობის პირისპირ. რუსეთის აგრესია არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დახმარებით.

ჩვენ ვეხმარებით, შევაიარაღოთ თვითმყოფადი სამხედრო ძალა, რაც საქართველოს ტერიტორიულ დაცვას უზრუნველყოფს, რაც კარგია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები. დღეს, შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

პრემიერ-მინისტთან მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა პარლამენტის მოვალეობა, უზრუნველყოს სახელმწიფოს ინსტიტუტების გამართული მუშაობა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.