მაიკ პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს
მაიკ პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რუსეთში გამგზავრებამდე ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მაიკ პომპეო რუსეთის დედაქალაქში აღარ ჩავა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს სოჭში 14 მაისს შეხვდება.

ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ირანის საკითხს განიხილავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მაიკ პომპეო მოსკოვის აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

პუტინთან და ლავროვთან შეხვედრაზეპომპეო ვენესუელის, სირიის, „ბირთვული ძალების შეთანხმებისა“ და აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხებს შეეხება.