მაიკ პომპეო რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს
მაიკ პომპეო რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შემდეგ კვირაში ჩრდილოეთ კორეელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ მაიკ პომპეომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირთან ისაუბრებს.

ინტერვიუს დროს მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება ერთ წელიწადში ფიზიკურად შესაძლებელია. ამიტომ, მხარეები აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურად იმუშავებენ.

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და კიმ ჩენ ინის მთავარი მრჩევლის შესაძლო შეხვედრის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-მა დაწერა.