მაიკ პომპეო - მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები
მაიკ პომპეო - მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები

მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.

დღეს, შეხვედრაზე წავახალისე საქართველოს მიმდინარე მისწრაფება, გააუმჯობესოს სასამართლო სისტემა და უზრუნველყოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

პრემიერ-მინისტთან მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა პარლამენტის მოვალეობა, უზრუნველყოს სახელმწიფოს ინსტიტუტების გამართული მუშაობა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.