მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპს ირანთან ომი არ სურს
მაიკ პომპეო - დონალდ ტრამპს ირანთან ომი არ სურს

დონალდ ტრამპს ირანთან ომი არ სურს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ფლორიდაში, მაკდილის ავიაბაზაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ ზეწოლის კამპანიას მომავალშიც განაგრძობს და რეგიონში აგრესიის შეჩერებას ეცდება, თუმცა თეირანთან კონფლიქტი არ სურს.

„პრეზიდენტ ტრამპს არ სურს ომი და ჩვენ ამ გზავნილის გაჟღერებას განვაგრძობთ. ამის პარალელურად, რეგიონში ამერიკული ინტერესის დასაცავად აუცილებელ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა პომპეომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა. ვაშინგტონმა მომხდარში თეირანი დაადანაშაულა და რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი აშშ-ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.