მაიკ პომპეო და ჟოზეფ ბორელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველა აქტორს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც შეიძლება, რეგიონისთვის რისკები გაზარდოს
მაიკ პომპეო და ჟოზეფ ბორელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველა აქტორს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რამაც შეიძლება, რეგიონისთვის რისკები გაზარდოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყველა აქტორს, მათ შორის გარე მხარეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, რეგიონისთვის რისკები გაზარდოს. ამის შესახებ ნათქვამია მაიკ პომპეოსა და ჟოზეფ ბორელის მიერ ტელეკონფერენციის რეჟიმში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„ორმა ხელმძღვანელმა შეაფასა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი სიტუაცია და მოუწოდა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული რეჟიმის დაცვისკენ. მათ მოუწოდეს მხარეებს, გადაუდებლად ჩაერთონ ხელახლა არსებით მოლაპარაკებებში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით. ორი ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველა აქტორს, მათ შორის გარე მხარეებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, რეგიონისთვის რისკები გაზარდოს“, – ნათქვამია მაიკ პომპეოსა და ჟოზეფ ბორელის მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.