მაიკ პომპეო - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების ვადებს კიმ ჩენ ინი განსაზღვრავს
მაიკ პომპეო - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების ვადებს კიმ ჩენ ინი განსაზღვრავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღების გეგმას და ვადებს ამ ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი განსაზღვრავს. პომპეოს თქმით, ის იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ბირთვული პროგრამის შეკვეცას შეძლებს.

„საბოლოო გეგმა, თუ რა ვადებში მოხდება ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული განიარაღება, ამ ქვეყნის ლიდერმა უნდა განსაზღვროს. იმედი გვაქვს, ეს უახლოეს თვეებში დაიწყება, რაც კორეელ ხალხს მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანს და ნათელი მომავლის გზაზე დააყენებს“, – განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით, აშშ არ აპირებს, გააუქმოს გაერო-ს მიერ ფხენიანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება არ გავრცელდება.

ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აზიის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. ფორუმს ესწრება ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრიც.