მაიკ პომპეო - ჩინეთის კომუნისტური პარტია ​კორონავირუსის გავრცელების საკითხზე გულწრფელი არ იყო
მაიკ პომპეო - ჩინეთის კომუნისტური პარტია ​კორონავირუსის გავრცელების საკითხზე გულწრფელი არ იყო

აშშ-ის გენერალური მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია არ იყო გულწრფელი „კოვიდ-19“-ის გავრცელების საკითხთან დაკავშირებით.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია არ ყოფილა გულწრფელი. ჩვენ ვიცით, რომ იყვნენ ექიმები, რომლებმაც მათ ვირუსის შესახებ აცნობეს, თუმცა მათ ლაპარაკის საშუალება არ მიეცათ. ჩვენ ვიცით, რომ მათ ქვეყნიდან ამერიკელი ჟურნალისტები გააძევეს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ამის დაფარვას ცდილობენ“, – წერს პომპეო „ტვიტერზე“.

საუბარია „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ორ ჟურნალისტზე, რომლებიც ჩინეთიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მათ ჩინეთი „აზიის ნამდვილ ავადმყოფ კაცად“ მოიხსენიეს. ამასთან დაკავშირებით აშშ-მა ჩინელი ჟურნალისტებისთვის ვიზების გაცემის პროცედურა უკვე გაამკაცრა.