მაიკ პომპეო - აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს
მაიკ პომპეო - აშშ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, გაზსადენის მშენებლობა ევროპისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების რისკს ქმნის. როგორც პომპეომ აღნიშნა, აშშ იმედოვნებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა არ დასრულდება.

„აშშ-ის სჯერა, რომ მილსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი ორი“ ევროპისთვის ქმნის რისკს, გახდეს დამოკიდებული რუსეთიდან მომავალ გაზზე, ასევე ემუქრება უკრაინას. ეს არის ის, რაც, როგორც ვიცი, ბევრ გერმანელს ადარდებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არ დასრულდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ შევქმნათ კოალიცია, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. ვიმედოვნებთ, გერმანიის მთავრობა ამ დასკვნამდე მივა, იქნება ეს იმის გამო, რაც ბატონ ნავალნის შეემთხვა, თუ უსაფრთხოებისთვის რეალური შედეგების გამო, რაც რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გამომდინარეობს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.