მაიკ პომპეო - „არსებითი შანსია“, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს, რუსებს ეს ძვირი დაუჯდებათ
მაიკ პომპეო - „არსებითი შანსია“, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს, რუსებს ეს ძვირი დაუჯდებათ

„არსებითი შანსია“, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კონსერვატორ კომენტატორთან, ბენ შაპიროსთან ინტერვიუში განაცხადა.

მაიკ პომპეოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად განიხილავს, თუ რა უნდა იყოს საპასუხო მოქმედება.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ნორმალური ქვეყნები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით არ მოქმედებენ და ეს რუსებს ძვირი დაუჯდებათ.

„ვაშინგტონი თავის როლს შეასრულებს რისკების შესამცირებლად, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა პომპეომ.

ნატო-სა და გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ არსებული მტკიცებულებით, ნავალნის წინააღმდეგ ნერვული აგენტი „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს.