მაიკ პომპეო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 99% განადგურებულია
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 99% განადგურებულია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-მა პარტნიორებთან ერთად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 99% გაანადგურა. ამის შესახებ მაიკ პომპეომ ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

„ჩვენ გავანადგურეთ ხალიფატის 99%. ეს უნდა იყოს ყველა ამბის პირველი წინადადება, სწორია? ყველა ეთანხმება? ვინმე არ ეთანხმება ფაქტებს? ეს იყო ძალიან წარმატებული კამპანია და ჩვენ მას მრავალ კარგ პარტნიორთან ვაწარმოებდით. აშშ-მა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა ამის მიღწევაში ბევრი მეგობარი დაგვეხმარა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისი თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ აღორძინება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა და აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.