მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჩინური „ტიკტოკი“ და „ვიჩატი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ჩინური „ტიკტოკი“ და „ვიჩატი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ

აშშ-ს საკუთარ ბაზარზე ჩინური არასანდო აპლიკაციების ხილვა არ სურს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ჩინური „ტიკტოკი“ და „ვიჩატი“ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი იმუშავებს, რომ სხვადასხვა ჩინურ აპლიკაციებსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს დაუბლოკოს წვდომა ამერიკის მოქალაქეებისა და ამერიკული ბიზნესის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.

აღსანიშნავია, რომ „ტიკტოკს“ 15 სექტემბრამდე აქვს ვადა, რათა გადაწყვიტოს, მიყიდის თუ არა კომპანია „მაიკროსოფტს“ აშშ-ში ოპერირების უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე აიკრძალება.