მაიკ პენსის გუნდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
მაიკ პენსის გუნდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის გუნდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი აიოვაში მიფრინავდა, რეისი კი, რამდენიმე საათით შეფერხდა, რადგან თვითმფრინავიდან მისი რამდენიმე თანამშრომელი ჩაიყვანეს.

გუშინ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მაიკ პენსმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხები უარყოფითი იყო. მათ ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის გუდის ერთ-ერთ წევრს „კოვიდ19“ დაუდასტურდა.

დატოვე კომენტარი