მაიკ პენსი - ირანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
მაიკ პენსი - ირანი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროკავშირს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლას ურჩევს. პოლონეთში, ახლო აღმოსავლეთის კონფერენციაზე მაიკ პენსმა თქვა, რომ ირანი მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი მხარდამჭერია და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი თავისი რეგიონული ამბიციებით „ახალი ჰოლოკოსტის“ დაგეგმვაში დაადანაშაულა.

პენსის თქმით, გერმანიამ, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა სპეციალური ფინანსური მექანიზმი შექმნეს, რაც ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განეიტრალებას ისახავს მიზნად.

„ეს ცუდი რჩევის შედეგად გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ირანს მხოლოდ გააძლიერებს და ევროკავშირს დაასუსტებს. ეს შექმნის კიდევ უფრო მეტ დისტანციას ევროპასა და აშშ-ს შორის. აშშ-ის სანქციები იქამდე გართულდება, ვიდრე ირანი სახიფათო და მადესტაბილიზებელ ქმედებას არ შეწყვეტს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი